ამერიკელი პროკურორების გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის საქმეზე, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას ეხება, ბრალი კიდევ ორ პირს მოუხსნეს
ამერიკელი პროკურორების გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის საქმეზე, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას ეხება, ბრალი კიდევ ორ პირს მოუხსნეს

ამერიკელი პროკურორების გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას ეხება, ბრალი კიდევ ორ პირს მოუხსნეს.

პროკურორების გადაწყვეტილებით, საქმეები დაიხურა ტრამპის თანაშემწის, უოლტერ ნაუტასა და მარ-ა-ლაგოს უძრავი ქონების მენეჯერის, კარლოს დე ოლივეირას წინააღმდეგ, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტების საქმეში ფიგურირებდნენ. ორივეს ბრალად ედებოდა ტრამპთან გარიგება ფედერალური ბიუროს გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეზე.

შეგახსენებთ, პროკურორები აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფლორიდაში ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო. საიდუმლო დოკუმენტების საქმეს სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი იძიებდა, რომელმაც ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ თანამდებობა დატოვა.