ამერიკელი მოკრივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
ამერიკელი მოკრივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

22 წლის ამერიკელი მოკრივე დენი გონსალესი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს: ტრაგედია „შრომის დღეს“ მოხდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სექტემბრის პირველ ორშაბათს აინიშნება.

TMZ-ის ინფორმაციით, გონსალესი ქალაქ მორენო-ვალიში (კალიფორნია) იმყოფებოდა, როცა მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა. ორი მოზარდი, რომლებიც მოკრივესთან ერთად იყვნენ, ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.

დენი გონსალესმა 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი ფლოიდ მეივეზერის პრომოუტერულ კომპანიასთან. ამერიკული კრივის ლეგენდა გონსალესს ძალიან პერსპექტიულ მოკრივეს უწოდებდა. მან პროფესიულ რინგზე სამი ბრძოლის ჩატარება მოასწრო, ბოლოს რინგზე 2017 წელს ავიდა და კარიერაში პაუზა აიღო, თუმცა, კრივში დაბრუნებას გეგმავდა.

დატოვე კომენტარი