ამერიკელი ადმირალი - ვენესუელაში ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე და კონტრაქტორი იმყოფება
ამერიკელი ადმირალი - ვენესუელაში ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე და კონტრაქტორი იმყოფება

ვენესუელაში ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო კონტრაქტორი იმყოფება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის ადმირალმა, კრეიგ ფოლერმა განაცხადა.

ამერიკელი ადმირალის თქმით, რუსი სამხედროები და კონტრაქტორები ვენესუელაში რუსული სამხედრო ტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. ფორეის განცხადებით, 2009 წლის შემდეგ, რუსეთმა ვენესუელას თითქმის ცხრა მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები, ტანკები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

ამერიკელმა ადმირალმა ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში სამხედრო ტექნიკის გაყიდვა და სასწავლო ღონისძიებების გამართვა მოსკოვს პოტენციურ პლატფორმას აძლევს სადაზვერვო წყაროების გადაბირებისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის.