ამერიკელებმა ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ამერიკელებმა ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ინტერნეტ-გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ (Business Insider) სოციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენა. გამოკითხვა ამერიკელ გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

რეიტინგს დიდი უპირატესობით ჩაუდგა სათავეში „ჩიკაგოს“ ლეგენდა მაიკლ ჯორდანი. მან ხმების 66 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა „ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა – 10.4 პროცენტი.

გამოკითხვის სრული შედეგი ასეთია:

მაიკლ ჯორდანი – 66%
ლებრონ ჯეიმსი – 10.4%
ლარი ბერდი – 4.0%
უილტ ჩემბერლენი – 3.5%
შაკილ ო’ნილი – 2.7%
კობი ბრაიანტი – 2.3%
ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 2.1%
სტივენ კარი – 2.0%
ბილ რასელი – 0.9%
მეჯიქ ჯონსონი – 0.9%
სხვები – 5.1%