ამერიკელების მესამე ოქრო სნოუბორდში
ამერიკელების მესამე ოქრო სნოუბორდში

პიონჩანგის ოლიმპიადის მეოთხე დღეს მედლების რვა კომპლექტი თამაშდება. პირველი ჩემპიონი გამოვლინდა სნოუბორდის დისციპლინა ჰალფპაიპში. ქალების ტურნირზე 17 წლის ჰლოე კიმმა ფინალში 98.25 ქულა დააგროვა და დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ჩინელმა ჟიაიუ ლიუმ 89.75 ქულით. ეს არის პირველი მედალი პიონჩანგში ჩინელი სპორტსმენებისთვის. ბრინჯაო აიღო კიდევ ერთმა ამერიკელმა არიელ გოლდმა – 85.75 ქულა.
კიმი ბოლო ორი წელია აშკარა ლიდერია ჰალფპაიპში. შარშან, მან მოიგო მსოფლიოს თასი, წელსაც ლიდერობს ამ ტურნირზე. გარდა ამისა, 2016 წელს მოიგო იუნიორთა ოლიმპიური თამაშები, აგრეთვე, სამჯერ გაუმარჯვია X-Games-ში,

აშშ-მა მესამე ოქრო მოიპოვა პიონჩანგში და მედლების ჩათვლაში მესამე ადგილზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ სამივე ოქრო ამერიკელებს სნოუბორდში აქვთ მოპოვებული.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე