ამერიკაში სპორტული ღონისძიებები უმაყურებლოდ განახლდება - ტრამპი შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის
ამერიკაში სპორტული ღონისძიებები უმაყურებლოდ განახლდება - ტრამპი შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეტაპობრივად იწყებს სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას. გეგმის მიხედვით ლიგები უმაყურებლოდ განახლდება. პრეზიდენტმა სხვადასხვა სპორტული ლიგების კომისრებთან უკვე არაერთი მოლაპარკება გამართა. ერთ-ერთი პირველი სპორტი, რომელიც გულშემატკივარს დაუბრუნდება აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატია. „იუ ეფ სი“-ს (UFC) ქარდი ცხრა მაისს არის ჩანიშნული. ბოლო ვიდეო-კონფერენციის შემდეგ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის ეპიცენტრად არის ქცეული. შტატებში COVID 19-ით 740 000 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.