ამერიკაში ოლიმპიური პრიზიორი დანით დაჭრეს
ამერიკაში ოლიმპიური პრიზიორი დანით დაჭრეს

ამერიკელმა ფრენბურთელმა დანიელა სკოტმა დანით ხელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიღო ოჯახური კონფლიქტის შედეგად, – წერს USA Today. ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორი საკუთარი დის სტეფანი ვალერის დაცვას ცდილობდა ყოფილი მეუღლისგან.

სტეფანიმ სასიკვდილო ჭრილობები მიიღო და გარდაიცვალა. ასევე დაზარალდა სპორტსმენის ნათესავი, თუმცა, მას უმნიშვნელო ტრავმები აქვს.

ამ მომენტისთვის, ქალაქ ბატონ რუჟის (ლუიზიანას შტატი) პოლიცია გარდაცვლილის მეუღლეს ეძებს.
აღვნიშნავთ, რომ 2012 წელს ლონდონში, თავის რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე სკოტი 39 წლის ასაკში გამოდიოდა. 2016 წელს, ის ფრენბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.