ამერიკაში გასამართი ღია პირველობის გამარჯვებულებს საპრიზო თანხები შეუმცირეს
ამერიკაში გასამართი ღია პირველობის გამარჯვებულებს საპრიზო თანხები შეუმცირეს

ამერიკაში გასამართი დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვებულ მამაკაც და ქალ ჩოგბურთელებს საპრიზო თანხები შეუმცირეს. ისინი წინა წლის ამერიკის ღია პირველობის ფულად ჯილდოსთან შედარებით 850 000 დოლარით ნაკლებს მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ტურნირის ორგანიზატორებმა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო მიიღეს,- იტყობინება ESPN.

გათამაშების საერთო საპრიზო ფონდი 53,4 მილიონ დოლარს შეადგენს. ტურნირი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით ნიუ იორკში მაყურებლების გარეშე გაიმართება. ერთეულ თანრიგში გამარჯვებულები სამ-სამ მილიონს მიიღებენ.

ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციამ თავის მხრივ გადაწყვიტა, 7.6 მილიონი დოლარით დაეხმაროს იმ ჩოგბურთელებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში ფინანსური ზარალი განიცადეს.