ამბროსი ჩაჩუა - აზაცკიმ „ტორპედო“ ისე დამიხასიათა, აღარც მიფიქრია
ამბროსი ჩაჩუა - აზაცკიმ „ტორპედო“ ისე დამიხასიათა, აღარც მიფიქრია

ქუთაისის „ტორპედოში“ ორიოდე დღის წინ ამბროსი ჩაჩუა ჩაირიცხა. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რომლის გამოც საქართველოში თამაშს დათანხმდა.

ოლექსანდრ აზაცკის ვესაუბრე და მან „ტორპედო“ იმდენად კარგად დამიხასიათა, აღარც მიფიქრია, ისე გადმოვედი… იმედია, აზაცკი დაბრუნდება! კახა ჩხეტიანის ხელში ბოლო წლებია „ტორპედო“ სულ მოწინავე პოზიციებზეა და ასეთ დონეზე თამაში ფეხბურთელისთვის კარგია. საქართველო ჩემთვის არაა უცხო. მამა მყავს ქართველი და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ, უკრაინაში. მინდა, ქუთაისელები ბედნიერები იყვნენ და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ!“ – ამბობს ჩაჩუა.

შეგახსენებთ, რომ ჩაჩუა უკრაინის მოქალაქეა. ის ლვოვის „კარპატის“ გაზრდილია და უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.