ამბოხებულმა ჰუსიტებმა იემენში აღლუმის დროს სახელისუფლო ძალებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს
ამბოხებულმა ჰუსიტებმა იემენში აღლუმის დროს სახელისუფლო ძალებზე  საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა სახელისუფლო ძალების სამხედრო ბაზაზე აღლუმის დროს საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. შეტევა ლაჰჯის პროვინციაში მოხდა.

Reuters-ი საუდის არაბეთის მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას რამდენიმე პირი ემსხვერპლა. ამასთან, დაშავებულია იემენის სახელისუფლებო არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

შეიარაღებული კონფლიქტი იემენში 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთმანეთს ქვეყნის ხელისუფლება და ამბოხებული შიიტი ჰუსიტები ებრძვიან.

საომარმა მოქმედებებმა ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა.