ამბიციების ლანდი - რიბეირო კორეის მეორე ლიგის აუტსაიდერში წავიდა
ამბიციების ლანდი - რიბეირო კორეის მეორე ლიგის აუტსაიდერში წავიდა
ლეანდრო რიბეიროს ტირასპოლის „შერიფში“ საიჯარო ხელშეკრულება დაუბრუნდა და წესით, გორის „დილაში“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ფეხბურთელმა საქართველოში თამაში აღარ ისურვა და ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.
 
24 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი კარიერას კორეის რანგით მეორე ლიგის აუტსაიდერ „სეული ე-ლანდში“ გააგრძელებს. ლეანდრო რიბეირომ სეულის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და მისი პირველი უცხოელი მოთამაშე გახდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალი კლუბის ვებგვერდთან კომენტარში ტარნსფერით კმაყოფილება გამოხატა.
„მე სეულის გუნდში ახალი ფეხბურთელი ვარ. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია – ეს ქალაქი ჩემს მშობლიურ რიო-დე-ჟანეიროს ძალიან ჰგავს. შევეცდები, ვარჯიშის დროს თანაგუნდელებთან საერთო ენა გამოვნახო და გუნდს სწრაფად შევეგუო“ – ამბობს ლეანდრო რიბეირო.
ბრაზილიელ ფორვარდს უთამაშია „ინტერნაციონალში“, პორტუგალიის „აროკაში“, გორის „დილასა“ და მოლდოვურ „შერიფში“.