ამაზრზენზე უფრო მეტი - NHL-ის ლეგენდამ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას კომენტარი გაუკეთა #1TVSPORT
ამაზრზენზე უფრო მეტი - NHL-ის ლეგენდამ ტრამპისა და პუტინის შეხვედრას კომენტარი გაუკეთა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ, 1998 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, დომინიკ ჰაშეკმა კრიტიკულად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.

ჰაშეკის თქმით, ტრამპისთვის პუტინთან შეხვედრის გადაწყვეტილება სამარცხვინო და ამაზრზენი უნდა იყოს.

„ეს დაუჯერებელი სირცხვილია! ასე უნდა ხვდებოდნენ XXI საუკუნის ყველაზე მსხვილ დამნაშავეს, რომელიც პასუხისმგებელია მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილსა და დასახიჩრებაზე?! ძალიან ამაზრზენი საქციელია ამერიკელი პრეზიდენტის მხრიდან“, – დაწერა X-ის სოციალურ ქსელში ჰაშეკმა.