ამარე სტაუდმაიერი NBA-ში დაბრუნებას ფიქრობს
ამარე სტაუდმაიერი NBA-ში დაბრუნებას ფიქრობს

NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს, ამარე სტაუდმაიერს სურს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის განახლება სცადოს.

„მზად ვარ NBA-ში დაბრუნებასთან“, – დაწერა თავის „ინსტაგრამზე“ კალათბურთელმა.

35 წლის სტაუდმაიერმა NBA-ში 14 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში „ფინიქსში“, „ნიუ იორკში“, „დალასსა“ და „მაიამიში“ ითამაშა. მას მოპოვებული აქვს საუკეთესო ახალბედას პრიზი, იყო სეზონის სიმბოლურ ხუთეულში და ექვსჯერ უთამაშია „ყველა ვარსკვლავის მატჩში“.

შარშან სტადუმაიერი იერუსალიმის „ჰაპოელის“ რიგებში თამაშობდა, გახდა ისრაელის ჩემპიონი, შევიდა ევროთასის მეორე სიმბოლურ ნაკრებში და მიწვეული იყო ისრაელის ლიგის „ოლ სტარზე“.

2017 წლის პირველ სექტემბერს სტაუდმაიერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ 2018 წლის მაისში შეცვალა გადაწყვეტილება.