ამანდა ნუნესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტაზე ქალთა შორის საუკეთესო მებრძოლია

13:16, 07.06.2020

დღევანდელი შედეგის მიუხედავად, ამანდა ნუნესი აქამდეც იმსახურებდა საუკეთესო ქალი მებრძოლის წოდებას. ორი დივიზიონის ჩემპიონმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

UFC 250-ის მთავარი ბრძოლა სწორედ ამანდა ნუნესსა და ფელიცია სპენსერს შორის ქვემსუბუქი (featherweight) წონის ტიტულისთვის შედგა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დივიზიონის ქამარი ბრაზილიელმა მებრძოლმა პირველად დაიცვა.

ამანდა 5-ივე რაუნდის მანძილზე დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა, მსაჯს ბრძოლის შეჩერება რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა საბოლოოდ, ბრძოლა მსაჯთა გადაწყვეტილებამდე მივიდა (50-44, 50-44 და 50-45)

„არ ვარ გაკვირვებული. ვიცოდი, რომ ფელიცია საკმაოდ კარგი მებრძოლი არის. მე ვიცოდი თუ როგორ უნდა გამემართა ბრძოლა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამომივიდა. ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო – ორივე ტიტულის დაცვა. ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, შემდეგი ვინ იქნება. სულ მალე შვილი მეყოლება და ამჟამად მხოლოდ ამაზე ვფიქრობ“, – განაცხადა ამანდა ნუნესმა.

მსგავსი