ამანდა ნუნესი საკუთარ ტიტულს ჯერმანი დე რანდამიეს წინააღმდეგ დაიცავს
ამანდა ნუნესი საკუთარ ტიტულს ჯერმანი დე რანდამიეს წინააღმდეგ დაიცავს

ამანდა ნუნესი შერეულ ორთაბროლებში ქალთა შორის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. როგორც ირკვევა, ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი მსუბუქ წონაში საკუთარ ტიტულს დეკემბერში, UFC 245-ის ფარგლებში, ჯერმანი დე რანდამიეს წინააღმდეგ დაიცავს.

თავდაპირველად, ბრაზილიელისთვის პრიორიტეტულ ბძოლად კრის საიბორგთან რემატჩი ითვლებოდა, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, შესაძლოა, საიბორგმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა აღარ გააგრძელოს.

აქედან გამომდინარე ნუნესისთვის ახალი მეტოქის მოძებნა გახდა აუცილებელი. „ი ეს პი ენ“-ის (ESPN) ინფორმაციით, ნუნესის მეტოქე სწორედ დე რანდამიე იქნება. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ბრძოლა ამანდამ ცოტა ხნის წინ, ჰოლი ჰოლმსის წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.