ამ სეზონში მიხაელ შუმახერის რეკორდს საფრთხე არ ემუქრება
ამ სეზონში მიხაელ შუმახერის რეკორდს საფრთხე არ ემუქრება

უნგრეთის გრანპრის შემდეგ, ფორმულა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა.

* ლუის ჰემილტონმა სეზონში მერვე და კარიერაში 81-ე რბოლა მოიგო. მიხაელ შუმახერის აბსოლუტური რეკორდი – 91 მოგება აღარ ჩანს მიუღწეველი, მაგრამ ამ სეზონში ის არ დაემხობა.

* ჰემილტონმა მეშვიდედ მოიგო უნგრეთის გრანპრი. ამდენი მოგება აქვს ბრიტანელს კანადის ეტაპზეც. ერთ ტრასაზე გამარჯვებების რაოდენობით ლიდერია – მიხაელ შუმახერი, რომელსაც მანი-კურში რვაჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის გრანპრი.

* მაქს ფერსტაპენმა მეორე ადგილი დაიკავა და უნგრეთში პირველად ავიდა პოდიუმზე. ახლა, ჰოლანდიელ პილოტებს 29 პოდიუმი აქვთ, აქედან 27 – მაქსს ეკუთვნის, ორი – მის მამას იოს ფერსტაპენს.

* “ჰუნგარორინგზე” კვალიფიკაციის მოგებით, მაქს ფერსტაპენმა კარიერაში პირველად აიღო პოული. ეს მისთვის რიგით 93-ე გრანპრი იყო.

* მაქს ფერსტაპენი მეასე პილოტი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც პოულის მოიპოვა.

* ფერსტაპენი პოულის მომგები პირველი ჰოლანდიელია. კვალიფიკაციაში ყველაზე მეტი გამარჯვებული ბრიტანელებს ჰყოლიათ – 17.