ამ სეზონის შემდეგ ვალვერდე „ბარსელონადან“ ნებისმიერ შემთხვევაში წავა
ამ სეზონის შემდეგ ვალვერდე „ბარსელონადან“ ნებისმიერ შემთხვევაში წავა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე დატოვებს გუნდს 2019-20 წლების სეზონის დასრულების შემდეგ.

ამ სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი კატალონელებთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამასთანავე, შესაძლებელია ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება. როგორც გაზეთი „ასი“ წერს, „ბარსას“ ხელმძღვანელობა არ აპირებს ამ პუნქტის გააქტიურებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვალვერდე ამ სეზონში გუნდს ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე გაამარჯვებინებს.

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. ასევე განიხილება მარკ ვან ბომელის კანდიდატურა „ეინდჰოვენიდან“.

ვალვერდე „ბარსელონას“ 2017 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.