ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია – ხვიჩა კვარაცხელია „გაზეტა დელო სპორტის“ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა​ #1TVSPORT

15:46, 16.11.2022

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელია იმ მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ – ავტორი ვარაუდობს, რომ ეს გუნდი მუნდიალსაც მოიგებდა.

„მუნდიალზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ბევრიც ტელევიზიით მიადევნებს თვალს მსოფლიო ჩემპიონატს. შემადგენლობა, ვინც ყატარის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს, მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ შევადგინეთ სიმბოლური გუნდი 4-4-2 სქემით, რომელსაც, ჩვენი აზრით, შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ნორვეგიელი ჰალანდი, ნიგერიელი ოსმენი და ფლანგებიდან სალაჰი-კვარაცხელიას დუეტი სუპერშემტევი იქნება, ასევე გუნდში მოხვდნენ იტალიელები – დონარუმა, ბარელავერატი“ – წერს იტალიური გამოცემა.

La Gazzetta dello Sport-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარედონარუმა (იტალია);

მცველებიკვადრადო (კოლუმბია), შკრინიარი (სლოვაკეთი), ალაბა (ავსტრია), რობერტსონი (შოტლანდია);

ნახევარმცველებისალაჰი (ეგვიპტე), ვერატი (იტალია), ბარელა (იტალია), კვარაცხელია (საქართველო);

თავდამსხმელებიჰალანდი (ნორვეგია), ოსიმენი (ნიგერია).

მსგავსი