ამ ადამიანების გახარება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა #1TVSPORT
ამ ადამიანების გახარება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა - ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა #1TVSPORT

„ლაციოსთან“ გასვლაზე მოგებული (1:2) მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველ ემიგრანტებს მიმართა.

„მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს.

ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ. მინდა, რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 5 ტურში 4 გოლი გაიტანა და სერია „ა“-ს ბომბარდირთა დავაში ორ ფეხბურთელთან ერთად ლიდერობს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იტალიის მოთამაშეთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.