ალვარო მორატას „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვება ემუქრება
ალვარო მორატას „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვება ემუქრება

მადრიდის „ატლეტიკომ“ გაურკვეველი ვადით დაკარგა ფორვარდი ალვარო მორატა. ესპანურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ 27 წლის ფეხურთელს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა დაუდგინდა. 27 წლის ესპანელმა დაზიანება მადრიდის „რეალის” წინააღმდეგ პრიმერას 22-ე ტურში მიიღო.

უცნობია, აღდგენის პროცესს რამდენი ხანი დასჭირდება. მორატამ, შესაძლოა, გამოტოვოს როგორც ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი მატჩები, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან” მერვედფინალური შეხვედრა.

მიმდინარე სეზონში მორატამ „ატლეტიკოში” 19 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.