ალვარო მორატამ „კომოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„მილანისა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალვარო მორატა უახლოეს პერიოდში, შეიძლება, „კომოს“ ფეხბურთელი გახდეს.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები კლუბთან, რომელსაც სესკ ფაბრეგასი ხელმძღვანელობს.
ასევე, გარიგება შეთანხმებულია „მილანთან“. „კომოს“ რჩება ყველა საკითხის მოგვარება „გალათასარაისთან“, რომელშიც მორატა იჯარით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი „მილანს“ გასული წლის ივლისში შეუერთდა, მაგრამ ამ გუნდში ექვსი თვე გაატარა, რის შემდეგაც იჯარით „გალათასარაიში“ გადავიდა, რომლის რიგებშიც თურქეთის ჩემპიონი გახდა.