ალვარო მორატა „სევილიაში“ გადასვლას დათანხმდა
ალვარო მორატა „სევილიაში“ გადასვლას დათანხმდა

„ჩელსის“ ფორვარდმა ალვარო მორატამ „სევილიაში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანურ კლუბს ამ სეზონის ბოლომდე სურს 26 წლის ესპანელის იჯარით აყვანა.

უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, მომდევნო კვირას „ჩელსის“ ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელის აგენტის შეხვედრა გაიმართება, სადაც გადაწყდება კიდეც ფორვარდის მომავალი.

აღვნიშნავთ, რომ ინგლისური კლუბი მორატას იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ „მილანთან“ გონსალო იგუაინის ტრანსფერზე მოლაპარაკება შედგება.

მიმდინარე სეზონში მორატამ 23 მატჩი ჩაატარა „ჩელსის“ რიგებში და შვიდი გოლი გაიტანა.