ალვარო მორატა მალე „იუვენტუსს“ დატოვებს #1TVSPORT
ალვარო მორატა მალე „იუვენტუსს“ დატოვებს #1TVSPORT

ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა, დიდი ალბათობით, უახლოეს ხანში დატოვებს „იუვენტუსს“.

დღეისთვის მორატა ტურინულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, ხოლო მასზე უფლებები მადრიდის „ატლეტიკოს“ ეკუთვნის.

როგორც იტალიურმა პრესამ დაწერა, „იუვენტუსს“ არ სურს 35 მილიონი ევროს გადახდა მორატას სრულფასოვნად გამოსასყიდად – სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი მის საიჯარო ხელშეკრულებაში. სავარაუდოდ, ალვარო „ატლეტიკოში“ დაბრუნდება.

ამ სეზონში ესპანელმა 23 მატჩი ჩაატარა „იუვენტუსში“, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.