ალვარო მორატა „ლეგანესის“ რიგებში ითამაშებს #1TVSPORT
ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა „ლეგანესის“ რიგებს იჯარის წესით შეუერთდება, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, საიჯარო ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებულია და მორატა სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის.
„ლეგანესი“ ამჟამად ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს. დაწყებულ სეზონში გუნდმა ოთხი ქულა მოიპოვა – ერთი თამაში მოიგო, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა.
33 წლის ალვარო მორატა კარიერის მანძილზე „რეალში“, „იუვენტუსში“, „ჩელსიში“, „ატლეტიკოში“, „მილანში“, „გალათასარაისა“ და „კომოში“ თამაშობდა.
ის 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იყო.
🚨🔵⚪️ CD Leganés reach verbal agreement to sign Álvaro Morata, here we go!
Spanish second division side set to land the striker on loan from Como, he’s already travelled for medical to take place this weekend.
New chapter for Morata. 🇪🇸 pic.twitter.com/2YVIoJmhAa
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 28, 2026