ალვარო მორატა კარიერას იტალიურ გუნდ „კომოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ალვარო მორატა კარიერას იტალიურ გუნდ „კომოში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას „კომოში“ გააგრძელებს. იტალიური კლუბი „მილანთან“ იჯარის ფორმატზე შეთანხმდა, რომელიც გამოსყიდვის ვალდებულებასაც მოიცავს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, „კომომ“ „გალათასარაისთან“ მიაღწია შეთანხმებას დაახლოებით ხუთი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციაზე, რაც თურქულ კლუბთან არსებული იჯარის შეწყვეტას ითვალისწინებს.

მორატა უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „კომოსთან“ ერთად ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

32 წლის თავდამსხმელს მხოლოდ „კომოში“ გადასვლა სურდა და სხვა წინადადებებს არ განიხილავდა.