ფაბრიციო რომანო - ალვარო მორატა „გალათასარაიში“ გადადის #1TVSPORT
ფაბრიციო რომანო - ალვარო მორატა „გალათასარაიში“ გადადის #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი ალვარო მორატა „გალათასარაიში“ გადავა, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

32 წლის ესპანელი თურქეთში იჯარით გადადის. კლუბებს შორის ხელშეკრულების თანახმად, ზაფხულში შესაძლებელი იქნება იჯარის ერთი წლით გაგრძელება და ფეხბურთელის გამოსყიდვა.

წყაროს ცნობით, გარიგება უკვე შეთანხმებულია.

ალვარო მორატა 2024 წლის ზაფხულში გადავიდა „მილანში“ „ატლეტიკოდან“. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.