ალვარო მორატა - ესპანეთის ნაკრებში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო #1TVSPORT
ალვარო მორატა - ესპანეთის ნაკრებში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო #1TVSPORT

ალვარო მორატამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან მოგებულ (7:1) შეხვედრაზე, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ჰეთთრიქი შეასრულა.

„ეს ესპანეთის ნაკრებში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. საქართველოში ჩამოსვლა და კარგად თამაში ყოველთვის რთულია.

მახსოვს, ორი წლის წინ თბილისში ძალიან მძიმე შეხვედრა გვქონდა, თუმცა დანი ოლმოს გატანილი გოლით სამი ქულის აღება მოვახერხეთ. აქ დიდი გუნდებისთვისაც რთულია გამარჯვება.

საქართველოსთან თამაშში გოლი გაიტანა 16 წლის იამალმა. მიხარია, რომ ბურთთან მისი პირველივე შეხება გოლით დასრულდა, მას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა ალვარო მორატამ „ტაიმაუტთან“.