ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია
ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია

„ატლეტიკომ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალვარო მორატა მომავალი წელიწადნახევრის მანძილზე მათ ღირსებას დაიცავს. მადრიდელებმა ესპანელი ფორვარდი „ჩელსიდან“ იჯარის სახით აიყვანეს. ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ნავარას საუნივერსიტეტო კლინიკაში, რასაც ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა. „ატლეტიკოს“ მისი 55 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

„ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი. მოუთმენლად ველი საწვრთნელ პროცესში ჩართვას. მინდა, მალე გავიცნო თანაგუნდელები და თამაში დავიწყო.“- განაცხადა მორატამ.

26 წლის ფეხბურთელი „ჩელსიში“ მადრიდის „რეალიდან“ 2017 წელს გადავიდა. მასში ლონდონელებმა 70 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მიმდინარე სეზონზე მორატამ 24 შეხვედრა გამართა და 9 გოლი გაიტანა.