ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ალვარო მორატა ლონდონის „ჩელსიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდა და ამ გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა, – წერს ესპანური კლუბის ოფიციალური გვერდი. ამისთვის ესპანელებმა ინგლისელებს ექვსი მილიონი ევრო გადაუხადეს.
გარიგება ამოქმედდება 2020-2021 წლების სეზონიდან. უახლოეს სეზონს კი მორატა „ატლეტიკოში“ გაატარებს იჯარის წესით, როგორც ეს წინა წელს მოხდა.
გასულ სეზონზე მორატამ საკლუბო დონეზე 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.