ალვარო არბელოა, შესაძლოა, „რეალიდან“ დაითხოვონ #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა, შესაძლოა, ამ კვირას გამოეთხოვოს თავის პოსტს, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა Sport.es-ი.
წყაროს ცნობით, 43 წლის სპეციალისტს ოთხშაბათს კლუბის დატოვება ემუქრება – ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით მატჩში „ბენფიკას“ წინააღმდეგ წარუმატებლობის შემთხვევაში. პირველი შეხვედრა ლისაბონში „რეალმა“ 1:0 მოიგო.
აღნიშნავენ, რომ „რეალის“ ფეხბურთელები თანდათან კარგავენ რწმენას მწვრთნელის მიმართ, კლუბის ხელმძღვანელობას კი არ ესმის არბელოას თამაშის სტილი. მისი გადაწყვეტილებები მიმართულია იქითკენ, რომ გასახდელის ლიდერები მაქსიმალურად კმაყოფილები იყვნენ, ასევე ხელმძღვანელობას არ მოსწონს შეცვლები მატჩების მიმდინარეობისას.
გასულ უქმეებზე „რეალმა“ ლა ლიგის 25-ე ტურში „ოსასუნასთან“ (1:2) წააგო და ლიდერობა დაკარგა.