ალვარო არბელოა ლონდონის „ფულემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა. ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში მარკო სილვას შეცვლის.
სილვამ „კრეივენ კოტეჯზე“ ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდი დატოვა და ლისაბონის „ბენფიკას“ ჩაუდგა სათავეში, რისი მიზეზიც მადრიდის „რეალში“ ჟოზე მოურინიოს გადაბარგება გახდა.
რაც შეეხება 43 წლის არბელოას, მან გასული სეზონის ბოლოს მადრიდელებს დროებითი მთავარი მწვრთნელის სტატუსით უხელმძღვანელა. ესპანელმა შუა სეზონში ჩაბი ალონსო ჩაანაცვლა.
არბელოას სამწვრთნელო კარიერა სრულად მადრიდულ გრანდთან არის დაკავშირებული, სადაც მან გზა ახალგაზრდული აკადემიიდან დროებითი მწვრთნელის პოზიციამდე განვლო.