ალვარესმა ჩარლო დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა [ვიდეო] #1TVSPORT

სუპერსაშუალო წონის აბსოლუტურმა ჩემპიონმა, კანელო ალვარესმა (60-2) მსუბუქი საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ჯერმელ ჩარლო (35-2) მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერსაშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

ალვარესისა და ჩარლოს დაპირისპირებას ლას ვეგასმა უმასპინძლა. „თი-მობაილ არენაზე“ გამართული ორთაბრძოლა მექსიკელის სრული დომინაციით წარიმართა. ალვარესი ძირითადად მეტოქის კორპუსზე მუშაობდა, მეშვიდე რაუნდში კი ჩარლო ნოკდაუნში გაუშვა.

მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (119-109, 119-108, 119-108) კანელო ალვარესმა გაიმარჯვა და კვლავ სუპერსაშუალო წონის ჩემპიონია.