ალვარესი შეეგუა, რომ ზაფხულში „ატლეტიკოს“ არ დატოვებს #1TVSPORT

19:34, 01.09.2026

ხულიან ალვარესი შეეგუა იმ აზრს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ატლეტიკოს“ არ დატოვებს.

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას განაცხადა, რომ მადრიდული კლუბიდან წასვლა სურდა, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობას „ბარსელონაში“ გადასვლის სურვილის შესახებ აცნობა. თუმცა „ატლეტიკომ“ კატალონიელებისთვის ალვარესის მიყიდვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გასულ კვირას ავადმყოფობის გამო ალვარესი გუნდთან ერთად სამი დღე არ ვარჯიშობდა.

Marca-ს ინფორმაციით, ალვარესი შეეგუა იმას, რომ ამ სატრანსფერო ფანჯრისას „ატლეტიკოს“ ვერ დატოვებს. ამასთან დაკავშირებით კლუბი ხულიანის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა პროცესი ეტაპობრივი იქნება, რათა ფორვარდის გარშემო საჯარო სივრცეში ხმაური და ლაპარაკი ჩაცხრეს. ელოდებიან, რომ არგენტინელი ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩის განაცხადში იქნება.

მსგავსი