ალუდა ღუდუშაური - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაც ხდება, არაადამიანურობის ფსკერია
ალუდა ღუდუშაური - ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაც ხდება, არაადამიანურობის ფსკერია

​„ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაც ხდება, არაადამიანურობის ფსკერია.

„ის, რაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხდება, არაადამიანურობის ფსკერის დაპყრობაა. გამოძიება დაწყებულია და აქტიურ ფაზაშია. ობიექტური გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ასევე, პასუხი გაეცემა კითხვებს, ხომ არ იყო გარკვეული მოდელირება, ხომ არ გვქონდა საქმე რაიმე მონტაჟთან და გამიზნულ ქმედებასთან, რომლის მიზანია დედაეკლესიის ფუნდამენტის შერყევა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე შტურმი. რატომ ხდება, რომ ასეთი ბინძური რამ შემოგდებულია არჩევნებამდე ორი კვირით ადრე?!“ – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დატოვე კომენტარი