ალთუნაშვილის დებიუტი ავსტრიაში - „ვოლფსბერგერი“ სტუმრად „კლაგენფურტს“ დაუზავდა #1TVSPORT
ალთუნაშვილის დებიუტი ავსტრიაში - „ვოლფსბერგერი“ სტუმრად „კლაგენფურტს“ დაუზავდა #1TVSPORT

სანდრო ალთუნაშვილმა „ვოლფსბერგერში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, მისი გუნდი „კლაგენფურტს“ დაუზავდა – 2:2.

ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერში“ პირველ ივლისს ჩაირიცხა, მაგრამ სამუშაო ვიზას ორი თვე ელოდებოდა. ამის გამო 26 წლის ნახევარმცველმა ავსტრიის თასის მატჩი და ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა.

ქართველის გუნდმა ავსტრიის ბუნდესლიგის მატჩი სტუმრად ჩაატარა. ალთუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. 37-ე წუთზე მასპინძელები კრისტოფერ ცვეტკომ დააწინაურა და „კლაგენფურტმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.

65-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა ერვინ ომიკმა გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე აუგუსტინ ბოაკიემ სტუმრები დააწინაურა. თუმცა, „ვოლფსბერგერმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – სტუმართა კარი მოედანზე ერთი წუთის შესულმა კრისტოფერ ვერნიცნიგმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

სანდრო ალთუნაშვილს „ფლეშსკორმა“ შეფასება 6.6 დაუწერა.