ალონსო „მერსედესში“ ან „ფერარიში“ შეიძლება დაბრუნდეს
ალონსო „მერსედესში“ ან „ფერარიში“ შეიძლება დაბრუნდეს

ავტოსპორტის სამყაროში სულ უფრო ხშირად და აქტიურად ლაპარაკობენ ფერნანდო ალონსოს ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შეიძლება ვიხილოთ „მერსედესის“ ან „ფერარის“ შემადგენლობაში, – წერს გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ალონსომ ორჯერ მოიგო „ლე მანის 24 საათი“ და ამტანობაზე რბოლის (WEC) სერია.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, ესპანელი დაინტერესებულია „მერსედესთან“ კონტრაქტით, თანაც იმ დონეზე, რომ მზად არის ბონუსურ სისტემას დათანხმდეს – პილოტის ხელფასი დამოკიდებული იქნება მის შედეგებზე.

პარალელურად, ესპანური გაზეთი AS ამტკიცებს, რომ ფერნანდო ალონსომ უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „ფერარისთან“ სებასტიან ფეტელის შეცვლაზე. ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა.