მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ესპანელი კარლოს ალკარასის უმცროსმა ძმამ, 14 წლის ხაიმე ალკარასმა ქალაქ მურსიაში U15-ის კატეგორიის ტურნირი მოიგო. ფინალში უმცროსმა ალკარასმა როდრიგო ბურგოს კასერესი დაამარცხა – 6:1, 6:2.
წინა დღეს კარლოს ალკარასმა მაიამის „მასტერსის“ მესამე წრეში წააგო ამერიკელ სებასტიან კორდასთან. ეს იყო სეზონის სტარტზე ზედიზედ 16 მოგების შემდეგ კარლოსის მეორე წაგება ბოლო სამ მატჩში.