ალკარასი - ჩემი ოცნებაა ნადალთან ერთად ოლიმპიადაზე წყვილებში თამაში #1TVSPORT
ალკარასი - ჩემი ოცნებაა ნადალთან ერთად ოლიმპიადაზე წყვილებში თამაში #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა განაცხადა, რომ ოცნებობს თანამემამულე რაფაელ ნადალთან ერთად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში თამაშს.

„ჩემთვის ოცნებაა მასთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე წყვილებში გამოსვლა. ვნახოთ, როგორ წავა მისი საქმეები, შეძლებს თუ არა ის აღდგენას უკვე ამ წელს. იმედია, მას ყველაფერი შესანიშნავად ექნება.

როგორი რეაქცია მქონდა, როცა მან როლან გაროსის გამოტოვების შესახებ გამოაცხადა? ცუდად გავხდი, როცა გავიგე, რომ რაფა ვერ შეძლებდა თამაშს. როგორც ჩოგბურთის ფანი, ყოველთვის ვუყურებ, როგორ თამაშობს რაფა და, რა თქმა უნდა, ვსწავლობ მისგან.

იმედია, მას მომავალ წელს სრულ მზადყოფნაში ვნახავ“, – განაცხადა ალკარასმა.