ალისონი მოედანზე ვადაზე ადრე დაბრუნდება
ალისონი მოედანზე ვადაზე ადრე დაბრუნდება

„ლივერპულის“ ძირითადი მეკარე ალისონი დათქმულ ვადაზე ადრე დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს. ბრაზილიელი სექტემბერში მიღებული მხარის ტრავმის შემდეგ, სწრაფად გადის აღდგენით პროცესს. მეკარე უკვე ასრულებს ინდივიდუალურ ვარჯიშებს.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, ალისონმა შეძლოს 31 ოქტომბერს, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მატჩში მონაწილეობა.

ამ სეზონში ბრაზილიელმა სამი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ოთხი გოლი გაუშვა.