ალისონი „ლივერპულში“ გადადის

22:47, 18.07.2018

ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონირომადან“ „ლივერპულში“ გადადის სათამაშოდ.

Liverpool Echo-ის რეპორტიორის, ჯეიმს პირსის ინფორმაციით, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, ინგლისური კლუბი 66.8 მილიონ ფუნტს გადაიხდის ბრაზილიელში, რაც ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი იქნება მეკარეში გადახდილი თანხის ოდენობით. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ედერსონს, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 34.7 მილიონ ფუნტად შეიძინა „ბენფიკადან“.

ალისონმა შეწყვიტა თავისი შვებულება სარდინიაში და ლივერპულში გაფრინდა, სადაც მას სამედიცინო შემოწმება ელოდება.

მსგავსი