ალისონი - კარიუსის შეცდომების ხილვამ ცუდ გუნებაზე დამაყენა
ალისონი - კარიუსის შეცდომების ხილვამ ცუდ გუნებაზე დამაყენა

„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერის თქმით, მერსისაიდელთა რიგებში მისი წინამორბედის შეცდომების ხილვისას ცუდ გუნებაზე დადგა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი „ლივერპულის“ ღირსებას გასულ სეზონზე იცავდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა და გუნდმა საბოლოოდ ანგარიშით 1-3 წააგო მადრიდის „რეალთან“.

შეკითხვაზე, რა გრძნობა დაეუფლა, როდესაც კარიუსის ეს შეცდომები იხილა, ალისონი პასუხობს:

„ცუდ გუნებაზე დავდექი. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი შეგრძნებაა, როდესაც ასეთ დიდ ტურნირზე უშვებ შეცდომას. შემდეგ, ეს შესაძლოა ადამიანს დიდი ხნით გაჰყვეს და კარიერა დაუნგრიოს. ამიტომ, მე ყოველთვის ვცდილობ, შეცდომები გულთან ახლოს არ მივიტანო“.

ბრაზილიელი ალისონ ბეკერი „ლივერპულში“ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავიდა და ბევრის აზრით, გუნდის წარმატებული სეზონი სწორედ მისი დამსახურებაა. თუმცა, ალისონი არანაირ დამატებით ზემოქმედებას არ გრძნობს.

„არ მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანს უნდა დააწვეს მხრებზე ეს პასუხისმგებლობა. გუნდში 11 ფეხბურთელი თამაშობს და როცა ვიგებთ, ყველა იგებს“, – ამბობს ალისონი.

შეგახსენებთ, რომ წელს „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში 97 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთით ჩამორჩა ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“. გარდა ამისა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და 1 ივნისს „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ დაუპირისპირდება.

მატჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ საშინაო არენაზე, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.