ალისონი „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს
ალისონი „ატლეტიკოსთან“ ვერ ითამაშებს

„ლივერპულის“ მეკარე ალისონი გამოტოვებს პრემიერლიგის შაბათის შეხვედრას „ბორნმუთის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.

გერმანელმა სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ ბრაზილიელი ვერც მომდევნო კვირას იქნება მწყობრში. შესაბამისად, გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.

შეხვედრა 11 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება. პირველი მატჩი „ატლეტიკომ“ შინ 1:0 მოიგო.