ალის ვაიდელი - ფრიდრიხ მერცი გერმანიის პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაწყვეტის გზა, ის ვერაფერს სწავლობს, რეალური შედეგების ნაცვლად, იმავე გზით აგრძელებს სიარულს
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გერმანიის პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ ნაწილია და ის ვერაფერს სწავლობს.
პოლიტიკოსის თქმით, ის საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგაც კი იმავე გზით აგრძელებს სიარულს. ვაიდელი აღნიშნავს, რომ ცვლილებები გერმანიაში დღეს მხოლოდ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შეუძლია გაატაროს.
„მერცი პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაწყვეტის გზა – ის ვერაფერს სწავლობს. რეალური შედეგების ნაცვლად, ის იმავე გზით აგრძელებს სიარულს. ის კვლავაც ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს არადემოკრატიულ „დამშვიდობებას“ და ხელს უშლის პოლიტიკური კურსის შეცვლას — ეს ცვლილება კი მხოლოდ AfD-სთან ერთად არის შესაძლებელი!“ – წერს ვაიდელი.
ცნობისთვის, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე 6 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველ ადგილზე გავიდა. პარტიამ ხმების 43.8 პროცენტი მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) – 17.2 პროცენტი.