ალიოსკი „ლიდსში“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს
ალიოსკი „ლიდსში“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა, ეზგიან ალიოსკიმ, რომელიც საქართველოსთან 12 ნოემბრის მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, „ლიდსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას მისი დატოვება სურდა, რადგან ბალკანელი შემტევი პრემიერლიგის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. „ლიდსმა“ საბოლოოდ გადაწყვიტა მოქმედება – ინგლისელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელს ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

ინგლისური მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა დეტალი მომდევნო ოცი დღის განმავლობაში მოგვარდება. მიზანი გასაგებია – ალიოსკი ხელს მოაწერს ახალ კონტრაქტს მანამ, სანამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე დარჩება, ე.ი პირველ იანვრამდე, რადგან სხვა კლუბებთან მოლაპარაკება და წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლოს.

ამ მიზნით, ალიოსკის კვირაში 30 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ხელფასს სთავაზობენ ან ჯამში, ოთხ წელიწადში ხუთ მილიონს, პლუს პრემიებს პირადი მიღწევებისა და გუნდის შედეგების მიხედვით.