„ალიბაბას“ რეკორდი - ჩინური ონლაინკომერციის გიგანტის ბრუნვამ 16.5 საათში 30.8 მილიარდი შეადგინა
„ალიბაბას“ რეკორდი - ჩინური ონლაინკომერციის გიგანტის ბრუნვამ 16.5 საათში 30.8 მილიარდი შეადგინა

ჩინური ონლაინკომერციის გიგანტ „ალიბაბას“ ვაჭრობის შედეგმა გასული წლის რეკორდულ მაჩვენებლს გადაასწრო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაჭრობის დაწყებიდან ერთი წუთის გასვლის შემდეგ გაყიდვებმა მილიარდს მიაღწია, ხოლო 16.5 საათში 30.8 მილიარდი შეადგინა.

ონლაინვაჭრობის ღირებულების ცნობიერების გასაზრდელად, სავაჭრო ფესტივალი 2009 წელს მხოლოდ 27 მოვაჭრით დაიწყო, წლევანდელ ღონისძიებაში კი 200 000-ზე მეტი ბრენდი მონაწილეობს. 16 საათის შემდეგ მიწოდების შეკვეთების რაოდენობამ ასევე გადააჭარბა მილიარდს, რაც აგრეთვე უსწრებს 2018 წლის მაჩვენებელს.

ონლაინმაღაზიის პლატფორმით დაწყებული ბიზნესი დღესდღეობით საფინანსო მომსახურებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებსაც აერთიანებს. „ფორბსის“ თანახმად, „ალიბაბას“ ღირებულება ამჟამად 480 მილიარდი დოლარია.