ალი აბდელაზიზი კონორ მაკგრეგორს მიმართავს - წადი, გეტჯის ეჩხუბე, ლაჩარო
ალი აბდელაზიზი კონორ მაკგრეგორს მიმართავს - წადი, გეტჯის ეჩხუბე, ლაჩარო

შერეული ორთაბრძოლების მენეჯერი ალი აბდელაზიზი კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესაძლო რემატჩს გამოეხმაურა. ალიმ ვრცელი ინტერვიუ „ტი-ემ-ზი სპორტს“ (TMZ Sports) მისცა. შეგახსენებთ, რომ აბდელაზიზი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ამავე დროს, ჯასტინ გეტჯის აგენტია. საინტერესოა, რომ ალი გიგა ჭიკაძესთანაც თანამშრომლობს.

„შენ არ შეგიძლია მოიპოვო სატიტულო ბრძოლა 36 წლის ვეტერანის დამარცხებით. თუ მას სურს სატიტულო ბრძოლა და ხაბიბთან დაპირისპირება, უპირველეს ყოვლისა ჯასტინ გეტჯის ან ისლამ მახაჩევს უნდა დაუპირისპირდეს. მე მისი სერონესთან მოპოვებული გამარჯვება მომეწონა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს. კონორს შეუძლია ისაუბროს რაც უნდა, თუმცა ჩემი რჩევა იქნება, წავიდეს და გეტჯის შეხვდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჯასტინს დაამარცხებს, მაშინ ის დაიმსახურებს სატიტულო ბრძოლას ხაბიბთან“, – განაცხადა ალიმ.