ალი აბდელაზიზი - ჯორჯ სენ პიერისა და ხაბიბის ბრძოლა რეალურია
ალი აბდელაზიზი - ჯორჯ სენ პიერისა და ხაბიბის ბრძოლა რეალურია

ხაბიბ ნურმაგომედოვის აგენტი ალი აბდელაზიზი მიიჩნევს, რომ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონისა და ჯორჯ სენ პიერის ბრძოლა რეალურია.

ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში აბდელაზიზმა ხაბიბ ნურმაგომედოვის მომავალ გეგმებსა და ლეგენდარულ კანადელთან შესაძლო დაპირისპრიებაზე ისაუბრა.

„ის (სენ პიერი) ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და ის ჩემი კარგი მეგობარია. მე მიყვარს ჯორჯი. ხაბიბი ჩემი ძმაა, მე მასთან ძალიან ახლოს ვარ. თუ ჯორჯ სენ პეირს სურს ეს ბრძოლა, ჩვენ შეგვიძლია ამის ორგანიზება. თქვენ თვლით, რომ ამ ბრძოლის ჩატარება არ შემიძლია? 2017 წელს სენ პიერს სურდა მაიკლ ბისპინგთან შეხვედრა და საშუალო წონითი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლა. დანა ვაიტს არ სჯეროდა ამის, სანამ მე არ ჩავერიე და არ დავარწმუნე ორგანიზაცია, რომ სენ პიერს ეს რეალურად სურდა. მე ამ შემთხვევაში მენეჯერის ფუნქციებს არ ვასრულდებდი. ჯორჯს მეგობრულად ვეხმარებოდი. ჩვენ ერთად შევხდით შონ შელბისა და დანას. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ყველაფერი. ასე რომ ხაბიბს და სენ პიერის ბრძოლის გამართვა ძალიან რეალური ამბავია“, – განაცხადა აბდელაზიზმა.