ალფონსო დევისმა „რეალს“ საბოლოო უარი უთხრა #1TVSPORT
ალფონსო დევისმა „რეალს“ საბოლოო უარი უთხრა #1TVSPORT

სატრანსფერო საგა ალფონსო დევისის მადრიდის „რეალში“ სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება.

გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ მარცხენა მცველმა საბოლოოდ გადაწყვიტა კონტრაქტის გაგრძელებს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

დევისის ახალი კონტრაქტი ბუნდესლიგის ლიდერთან 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ხელფასი სეზონში დაახლოებით 15 მილიონ ევროს გაუტოლდება.

24 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება ამ სეზონის დასრულების ამოიწურება.