მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ფეიენოორდთან“ წაგება (0:3) არა მხოლოდ სამი ქულის, არამედ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის დაკარგვად დაუჯდა.
როგორც „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი წერს, გუნდის მარცხენა მცველი ალფონსო დევისი ტრავმის გამო რამდენიმე კვირით გამოვიდა მწყობრიდან. კანადელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი ნაწილობრივი გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს.
ექიმების პროგნოზებით, დევისის აღდგენას დაახლოებით თვე დასჭირდება. ასე რომ, ფეხბურთელი გამოტოვებს „ბაიერნის“ უახლოეს მატჩებს „ფრაიბურგის“, „სლოვანის“, „კილის“, „ვერდერისა“ და „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.