ალესიო რომანიოლი კატარის ჩემპიონატში გადავიდა #1TVSPORT
კატარის ჩემპიონატის კლუბმა, „ალ-სადმა“ „ლაციოდან“ იტალიელი უკანახაზელის, ალესიო რომანიოლის ტრანსფერი დაადასტურა.
მცველი რომაული კლუბის რიგებში 2022 წლიდან ირიცხებოდა, სადაც მონაწილეობა 161 მატჩში მიიღო და რვა გოლი გაიტანა. „ლაციომდე“ ის შვიდი წლის განმავლობაში (2015-2022) „მილანში“ ასპარეზობდა, უფრო ადრე კი „სამპდორიაში“ გამოდიოდა.
რომანიოლის იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით 13-ჯერ უასპარეზია და მეტოქეთა კარში ორი გოლი გაიტანა.
31 წლის ფეხბურთელმა კატარულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა.